მთავარი

მთავარი

გამოყენების წესები

ძირითადი დებულებები:

1. შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ქვემოთ მოყვანილ წესებს.

2. გამყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ქვემოთ მოყვანილ წესებში.

3. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს წესებს შეკვეთის განთავსებამდე.

რეგისტრაცია

1. შეკვეთის განთავსებისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საიტზე.

2. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე.

3. გამყიდველი არ აგებს პასუხს მომხმარებლის ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენებაზე. თუ მომხმარებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის ანგარიშს იყენებენ მისი ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ბანკსა და საიტის ადმინისტრაციას.

შეკვეთის გაფორმება და შესრულება

1. შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია:

2. დამკვეთის სახელი და გვარი.

3. მიმღების სახელი და გვარი.

4. შეკვეთის მიწოდების მისამართი.

5. საკონტაქტო ტელეფონი.

6. შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელს აცნობებენ გადამზიდავისთვის საქონლის გადაცემის მოსალოდნელ ვადას. ეს ვადა დამოკიდებულია გამყიდველის საწყობში საქონლის არსებობაზე და შეკვეთის დამუშავების ხანგრძლივობაზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილია რამოდენიმე პროდუქტი და რომელიმე მათგანი გამყიდველს საწყობში არ აქვს, გამყიდველი აცნობებს მომხმარებელს ამის შესახებ. მომხმარებელს შეუძლია დაეთანხმოს იმ საქონლის შეძენას, რაც არსებობს საწყობში იმ მომენტისთვის, დაელოდოს მთლიანი შეკვეთის შევსებას ან გააუქმოს შეკვეთა.

8. ყველა პროდუქციის აღწერილობა, რომელიც განთავსებულია საიტზე, ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და სრულად ვერ ასახავს საქონლის პარამეტრებს და მახასიათებლებს, როგორიცაა ფერი, ზომა, წონა და ა.შ. ამ პარამეტრების დასაზუსტებლად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს გამყიდველს შეკვეთის განთავსებამდე.

9. შეკვეთის განთავსებისას, პლასტიკური ბარათის პარამეტრების შეყვანის შემდეგ, ხდება მითითებული თანხის ჩამოჭრა მომხმარებლის ანგარიშიდიან.

10. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს არ აღმოაჩნდა საწყობში ერთ–ერთი პროდუქტი და მომხმარებელი დათანხმდა დანარჩენი საქონლის შეძენას, მომხმარებლის ანგარიშიდან იხსნება მხოლოდ იმ დანარჩენი საქონლის ღირებულება, ხოლო დარჩენილი თანხა უკან ბრუნდება.

ჩამოფასებული საქონლის გაყიდვა

1. გამყიდველს შეუძლია განათავსოს საიტზე გასაყიდად საქონელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული დანაკლისები, მითითებული საქონლის აღწერაში (ყუთის არ არსებობა, არასრული კონპლექტაცია და ა.შ.)

2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა აღმოაჩინა სხვა ნაკლი, გარდა აღწერაში მითითებულისა, უფლება აქვს მოითხოვოს ამ პროდუქტის უსასყიდლოდ აღდგენა, მსგავს პროდუქტზე გადაცვლა ან პროდუქტის დაბრუნება თანხის ანაზღაურებით.

3. დანარჩენ შემთხვევებში ჩამოფასებულ საქონელზე მოქმედებს მოცემული წესები.

საქონლის მიწოდება

1. საქონლის მიწოდების ღირებულება ითვლება საიტზე მითითებული რეგიონების მიხედვით.

2. მიწოდებისას საქონელი გადაეცემა მომხმარებელს ან იმ პირს, რომელიც დახვდება კურიერს შეკვეთისას მითითებულ მიმღების მისამართზე. მომწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს მიმღების პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

3. შეკვეთის გადაცემისას მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს საქონლის ვიზუალური მდგომარეობა და რაოდენობა.

4. პროდუქტის გარეგნული დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს არ ჩაიბაროს ამანათი, დაუბრუნოს კურიერს და აცნობოს გამყიდველს დაბრუნების მიზეზი.

5. მომხმარებელი ადასტურებს საქონლის მიღებას საბუთზე ხელის მოწერით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქონელი გადაეცა სრულად და ფიზიკური დაზიანებების გარეშე.

საქონლის დაბრუნება

1. საქონლის დაბრუნება ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც:

2. მომხმარებლისთვის გადაცემის დროს საქონელს გააჩნია ფიზიკური დაზიანება.

3. მიღებული საქონელი განსხვავდება შეკვეთილისგან.

4. აღნიშნული პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში საქონელი ბრუნდება გამყიდველთან.

5. გამყიდველი უზრუნველყოფს დაზიანებული ან განსხვავებული საქონლის შეცვლას ახლით ან ანალოგიურით მყიდველთან შეთანხმების საფუძველზე.

6. თანხის უკან დასაბრუნებლად კომპანიას აქვს ერთი კვირის ვადა. თანხის უკან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. სხვა შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება არ ხორციელდება.

გარანტია

გაყიდულ საქონელზე ვრცელდება მხოლოდ ოფიციალური გარანტია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

ფორს–მაჟორი

1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული მათი მოვალეობების სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისგან და მათი დაგვიანებით შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან, თუ ხსენებული გამოწვეულია ფორს–მაჟორული გარემოებებით.

2. ფორს–მაჟორული გარემოებები მოიცავს: ომებს, გაფიცვებს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობებს, ბუნებრივ სტიქიურ უბედურებებს, იმ სახელმწიფო დაწესებულებების და ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობის თუ სამართლებრივი აქტების მიღებას, სადაც სრულდება გადაზიდვა.

კონფიდენციალობა

შპს „აზონ“ სრული პასუხისმგებელია საიტის მომხმარებლისა და კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხში. ჩვენ არ გავამხელთ და არ გადავცემთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებზე მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ინფორმაცია ჩვენგან გადაეცემა გადამზიდავს შენაძენის მიტანის მიზნით.