

WiFi გადამცემის სიმძლავრე 2.4 GHz - ზე: 6-25 dBm
WiFi გადამცემის სიმძლავრე 5 GHz - ზე: 6-25 dBm
ანტენა 2.4 GHz - ზე: 2 x ორპორტიანი, ორ პოლარიზაციანი
ანტენის გაძლირება 2.4 GHz - ზე: 6 dBi
ანტენა 5 GHz - ზე: 2 x ორპორტიანი, ორ პოლარიზაციანი
ანტენის გაძლირება 5 GHz - ზე: 6 dBi
BSSID: 8-მდე თითოეულ სიხშირეზე
UniFi Wireless - რევოლუციურიმეორე თაობის 802.11 ac დაშვების წერტილი UniFi AC SHD წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას ბანკებისთვის, კლინიკებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელთათვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია მაღალი წარმადობა, საიმედოობა და უსაფრთხოება.
მაღალი წარმადობა
4x4 MU-MIMO ტექნოლოგია UniFi AC SHD-ს საშუალებას აძლევს ერთდროულად მოემსახუროს 500-ზე მეტ უსადენო კლიენტს, ხოლო სხივის ფორმირება (Beamforming) მაღალი სიმძლავრის ანტენებთან და გადამცემებთან ერთად უზრუნველყოფს დაფარვის რადიუსის და გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას.
საიმედოობა და უსაფრთხოება
UniFi AC SHD-ს გააჩნია დამოუკიდებელი რადიო, რომელიც ერთის მხრივ ახორციელებს სიხშირული სპექტრის უწყვეტ მონიტორინგს, მომხმარებელთა მუშაობის შეფერხების გარეშე საუკეთესო სიხშირის შერჩევას, ხოლო მეორე მხრივ აანალიზებს WiFi პაკეტებს, საეჭვო აქტივობის გამოვლენისა და მათგან უსადენო ქსელის დაცვისთვის.
ცენტრალიზებული მართვა
UniFi შესაძლებლობას იძლევა შექმნათ ნებისმიერი ზომის უსადენო ქსელი და მოახდინოთ მისი მართვის ცენტრალიზაცია, უფასო პროგრამული უზრუნველყოფით - UniFi კონტროლერით.
UniFi კონტროლერთან წვდომა კი შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდან (iOS, Android) ან ნებისმიერი გავრცელებული ბრაუზერიდან.WiFi სისტემა, რომელიც აერთიანებს შიდა და გარე გამოყენების Wifi დაშვების წერტილებს. UniFi შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ თქვენთვის სასურველი ზომის უკაბელო ქსელი - დაიწყოთ ერთი დაშვების წერტილით და გააფართოოთ რამდენიმე ათასამდე.
უფასო პროგრამული კონტროლერის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ შეუზღუდავი რაოდენობის UniFi დაშვების წერტილები, მიანიჭოთ თითო დაშვების წერტილს რამდენიმე SSID, შექმნათ განსხვავებული ავტორიზაციის ფორმები და მრავალი სხვა.
გაითვალისწინეთ, რომ გადაცემის სიმძლავრე და სიხშირული დიაპაზონი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანას აირჩევთ კონტროლერის პირველადი კონფიგურაციისას. საქართველოს არჩევის შემთვევაში WiFi გადამცემის სიმძლავრე არის უფრო დაბალი ვიდრე დაშვების წერტილის რეალური შესაძლებლობაა. რეკომენდირებული ასარჩევი ქვეყანაა კანადა, რის შემდეგაც მოწყობილობა იყენებს მაქსიმალურ სიმძლავრეს და აქვს სრული სიხშირული დიაპაზონი.